მისი თქმით, „24 საათში მსოფლიო 12-დღიანი ომის ოფიციალურ დასასრულს მიესალმება“.
“გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ტოტალური ცეცხლის შეწყვეტა (ამ წუთიდან დაახლოებით 6 საათში, როცა ისრაელი და ირანი დაასრულებენ თავიანთ მიმდინარე ფინალურ მისიებს!), 12 საათით, რა დროსაც ომი ჩაითვლება დასრულებულად!
ოფიციალურად, ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 12 საათში, ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას. თითოეული ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში, მეორე მხარე იქნება მშვიდად და პატივისცემით განწყობილი”
იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და ეს ასეც მოხდება, მსურს ორივე ქვეყანას – ისრაელსა და ირანს მივულოცო გამძლეობა, სიმამაცე და გონიერება, რომ დაასრულეს ის, რასაც უნდა ეწოდოს „12-დღიანი ომი“.
ტრამპის განცხადებით, “ეს ომი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო წლების განმავლობაში და დაენგრია მთელი ახლო აღმოსავლეთი, თუმცა ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი! ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ის გვერდზე.