რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. ეს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.
“ყველა ჩვენი რიცხვი უკანა ხედვის სარკეა. ამჟამინდელი ბიზნესს განწყობიდან გამომდინარე, ჩვენ ფაქტობრივად უკვე რეცესიის ზღვარზე ვართ”, – ციტირებს მინისტრის სიტყვებს RBC.
როგორც AP წერს, უკრაინაში ომის დაწყებამ და მასშტაბურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ზრდა შეანელა, თუმცა მთავრობამ თავდაცვის მაღალი ხარჯებით ზრდას შეუწყო ხელი და უმუშევრობა დაბალ დონეზე შეინარჩუნა, ინფლაციის გაზრდის მიუხედავად. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია და უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა რუსეთის ეკონომიკის საფრთხედ სახელდება. ამას გარდა, ჩნდება კითხვები რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ომის ეკონომიკის პირობებში ყოფნას.