ისრაელი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ისრაელი ქვეყანაში ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის ვიზების ვადებს ახანგრძლივებს – PIBA
ისრაელი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, მათ ირანიდან გაშვებული რაკეტები ამოიცნეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანა, „ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით“.

ირანის მხრიდან თავდასხმა ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ ირანი თავდასხმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტდა, თუ ისრაელიც იგივეს გააკეთებდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *