ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ქვე

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ქვე

მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას,- ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად წარადგინა.

„მთელი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო ლევან დავითაშვილს ნაყოფიერი განვლილი წლებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“,-აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. შესაბამისი ცვლილების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *