ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს

ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს
ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოზიციიდან გადადგომას გეგმავს. მასკის თქმით, თანამდებობას ის თავისი გადაწყვეტილებით ტოვებს.

Fox News-თან ინტერვიუში მილიარდერმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ DOGE-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნისას “მთავრობაში რევოლუციას” ხელმძღვანელობდა.

“ვფიქრობ, ძირითადი სამუშაოები იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი $1 ტრილიონით შევამციროთ, მოცემულ დროში უკვე ჩავატარეთ.

მთავრობა ეფექტიანი არ არის, ადგილი აქვს ფლანგვასა და თაღლითობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ხარჯების 15%-იანი შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო სერვისების შეფერხების გარეშეა შესაძლებელი”, – განაცხადა მასკმა.

DOGE-ის გუნდის განცხადებით, ხარჯების შემცირებით და თაღლითური კონტრაქტების გაუქმებით, მთავრობამ უკვე დაზოგა $115 მილიარდი. მასკი მიიჩნევს, რომ დეპარტამენტი სწორ გზაზე დააყენა და ახლა შეუძლია, რომ გადადგეს.

“ჩვენი მიზანია, რომ ფლანგვა და თაღლითობა $4 მილიარდით შევამციროთ ყოველ დღე, 24 საათი, კვირაში 7 დღე”, – თქვა ილონ მასკმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *