31 მარტი – 6 აპრილი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

31 მარტი
ამ დღეს შეეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრი დრო გაატაროთ და მშვიდად იყოთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე საკუთარი თავის დაცვა მოგიწიოთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაწესება. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ აღნიშნულ დღეს ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც მემკვიდრეობას ეხება, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს.

1-ელი მარტი
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის შესანიშნავი დღეა. თუკი თანამოაზრეებთან ერთად რაიმეს წამოიწყებთ ან ახალ მოკავშირეებს იპოვით, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

2 აპრილი
 
ამ დღეს თითოეული ადამიანი საკუთარ თავში განსაკუთრებულ შთაგონებასა და მოტივაციას იპოვის, რაც მოგცემთ საშუალებას, დაიწყოთ რაღაც ახალი ან საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ. კონცენტრირდით იმ მიზნებზე, რომელთა განხორციელებაც მთელი გულით გსურთ და გადადგით პირველი ნაბიჯები. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღის ენერგია წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

3 აპრილი
ეს დღე ემოციურად ბევრი ადამიანისთვის რთული იქნება და შესაძლოა, მომატებული შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში. ეს დღე თითოეული ჩვენგანისგან მოთმინებასა და გააზრებულად მოქმედებას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არასასურველი შედეგები მივიღოთ… ვრცლად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *