პირველ აპრილს გურამიშვილის გამზირზე ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. IPN წერს, რომ შსს-ს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ. “პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”, — აღნიშნავენ შსს-ში.
ახალი ამბების სააგენტო