“ჩვენ ახალ ეტაპზე გადავედით. სულ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არასდროს ვჩერდებით, ვვითარდებით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ერთი დიდი მისიის – ჩვენი პარტნიორებისთვის ცვლილებების ძალის მიცემის – ნაწილია. ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქვებრენდების სტრატეგიით ჩვენი ბიზნეს მიმართულებების გაშლა/განვითარება. აქამდე ეს ყველაფერი ერთი ბრენდის და ერთი კომპანიის ქვეშ იყო. ჩვენ ბაზარზე 2002 წლიდან ვართ და ყველა ვინც გვიცნობს იცის, რომ ჩვენ დავიწყეთ როგორც კვლევითმა კომპანიამ და შემდეგ გავხდით კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია. ახლა კი ეს მიმართულებები იმდენად დიდი გახდა, რომ გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე გამოგვეტანა. თითოეულს თავისი განვითარების სტრატეგია და განსხვავებული ფოკუსი აქვს, მაგალითად გეოგრაფიული ან სტრატეგიული. ასევე, მესამე, რაც სრულიად ახალია, არის ACT ინსტიტუტი, რომელიც ტრანსფორმაციულ და პრაქტიკულ ცოდნის მიცემაზე იქნება ორიენტირებული“, – აღნიშნა თიკა რუხაძემ.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ACT-მ ოპერირება დაიწყო, მონაცემები დეფიციტური იყო, ამიტომ ამაზე იყო კომპანია ორიენტირებული. დღეს კი იმდენი მონაცემია, რომ დღის წესრიგში დადგა არსებული მონაცემების გამოყენების გზების გადაწყვეტა.
„ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, დავიწყეთ კვლევაში ტექნოლოგიების გამოყენება, რომ მონაცემი უფრო იაფი და სწრაფი გამხდარიყო. მეორე მხრივ კი, დავიწყეთ საკონსულტაციო მიმართულების განვითარება, რომელიც ამ მონაცემებს ღირებულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნიდა“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, ACT კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა.