აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გრიგოლ ბესელია გიორგი ბუხრაშვილმა ჩაანაცვლა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გიორგი ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, იქამდე კი, ნაძალადევის პოლიციას ხელმძღვანელობდა.
გიორგი ბუხრაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს ერთ-ერთი სპიკერი იყო.
“ცვლილება როტაციის პროცესს უკავშირდება” – აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია აღარ არის
4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის უფროსი აღარ იქნება. შსს-ში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია სად დაინიშნება გრიგოლ ბესელია.