ირაკლი კობახიძის თქმით, “ოცნება” აუცილებლად მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში. ის ირწმუნება, რომ დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. თუმცა, მას არ დაუსახელებია, რომელი კვლევებით.
ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, მათ აქვთ ამბიცია, რომ იმაზე მაღალი შედეგი მიიღონ მომავალ არჩევნებში, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს.
„დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.