დაშავებულია 4 508 ადამიანი, 220 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება – ინფორმაცია 5 აპრილს სამთავრობო უწყებამ განაახლა.
28 მარტს მომხდარი სტიქიის შემდეგ ვითარება მიწისძვრის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ მანდალეიში, კვლავ საგანგაშოა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქვეყნებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისკენ მოუწოდებს.
“მიანმარში, მენდალეიში, მიწისძვრის ეპიცენტრში მოსახლეობას ვხვდები. ნგრევა შემაძრწუნებელია. ადამიანები დაიღუპნენ, განადგურებულია სახლები, ცხოვრება თავზე ჩამოენგრათ. თუმცა მათი გამძლეობა შთამბეჭდავია.
გაერო დასახმარებლად აქ იმყოფება – მსოფლიო მიანმარის დასახმარებლად უნდა გაერთიანდეს”, – წერს გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელი, ტომ ფლეჩერი.
მიანმარში მიწისძვრის შემდეგ დახმარება გაგზავნეს ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნის დასახმარებლად $9-მილიონიანი პაკეტი დააანონსა, თუმცა თეთრი სახლის მიერ USAID-ის შეზღუდვამ სააგენტოს ჰუმანიტარული დახმარების ბიუროს მუშაობა შეაფერხა.