მაღაროელებმა მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ 4 აპრილს დაწყებული შიმშილობა შეწყვიტეს. მათი თქმით, მიზეზი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის თხოვნაა.
“მეუფე დანიელის ლოცვითა და კურთხევით, ბიჭებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ქადაგებისას მეუფემ აღნიშნა, რომ ამ მარხვის პერიოდში და გაჭირვების ჟამს ქრისტეს არ უნდა მოვშორდეთ – პირიქით, უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ და ვილოცოთ ჩვენი სულის გადასარჩენად.” მეუფემ პირადად მოინახულა მოშიმშილეები და აღუთქვა დახმარების სურვილი , შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უფალმა დალოცოს მეუფე დანიელი და დედა ეკლესიის მღვდელმსახურები”, – წერენ ჯგუფში “მაღაროელი”.
ჭიათურაში 2 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო – მთავარი მოთხოვნა სამმხრივ კომისიის სამუშაო ჯგუფში ჩართვაა.
bm.ge მაღაროელებთან ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა პროგრესი ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის კუთხით.