ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ იბრძოლებენ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების წინააღმდეგ.

საქმე ის არის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. დონალდ ტრამპმა თრუს სოშიალზე დაწერა, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, (რაც ჯამში 104%-იანი ტარიფია) თუ ქვეყანა არ გააუქმებს საპასუხო ტარიფებს.

„აშშ-ის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდაზე არის შეცდომა შეცდომაზე, რაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს აშშ-ის შანტაჟის ბუნებას. ჩინეთი არასდროს დაეთანხმება ამას. აშშ თუ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარ გზაზე სიარულს, ჩინეთი იბრძოლებს მის წინააღმდეგ ბოლომდე. აშშ თუ გაამკაცრებს თავის სატარიფო ზომებს, ჩინეთი გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარიფების ყველა გეგმა უნდა გაუქმდეს და აშშ-ჩინეთის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *