საფრანგეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გატარებულ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნეგატიურ პროგნოზს ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტარიფების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, წელს, სავარაუდოდ, საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ტარიფების გამწვავების შემთხვევაში, მშპ-ის ზრდის ტემპი უფრო მეტად შემცირდება და ქვეყანა შეიძლება რეცესიის ზღვარზე აღმოჩნდეს, რაც ის რისკია, რომელიც ინვესტორებს ამჟამად განსაკუთრებით აშინებთ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საბაზისო 10%-იან გადასახადთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დამატებით 20%-იანი ტარიფები დააწესა, რაც საფრანგეთზეც ვრცელდება.