აშშ-ი ჩინეთს ტარიფებს 104%-მდე უზრდის

აშშ-ი ჩინეთს ტარიფებს 104%-მდე უზრდის
“აშშ-ი ჩინეთს ტარიფებს 104%-მდე უზრდის,” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ჩინეთმა უარი განაცხადა საკუთარი საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე, მის წინააღმდეგ სატარიფო განაკვეთი 54%-დან 104%-მდე გაიზარდა.

აღნიშნული ტარიფი ჩინეთისთვის 9 აპრილიდან ამოქმედდება და აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე მინიმუმ 104%-იანი სატარიფო განაკვეთი იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით 7 აპრილს ემუქრება. ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს 8 აპრილამდე არ გაიწვევდა, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებდა, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევიდოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *