ახლა როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას, – წერს გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებზე, რომლებიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სახლთან იმყოფებოდნენ.

გიორგი გამსახურდიას თქმით, რადიკალებს სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ჯეროვანი პასუხი კანონის სრული დაცვით და სახელმწიფომ ისინი დროზე უნდა მოთოკოს.

“ახლა როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას. თქვენ წარმოგიდგენიათ ესენი რეებს კადრულობდნენ, ხელისუფლებაში რომ ეყარნენ და მცირედი წარმატების შემთხვევაში (რაც წარმოუდგენელი ზღაპარია) რას იკადრებენ? სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ამ შთამომავლობით მავნებლებს და აგენტურას ჯეროვანი პასუხი, კანონის სრული დაცვით. ასეთი ყველაფრის მკადრებლები, რომ ვიყოთ, ჩვენც კარგად ვიცით ამათი მისამართები… დროზე ამათი მოთოკვა!” – წერს გამსახურდია Facebook-ზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *