“ქალბატონ თეას და ნებისმიერ მაღალჩინოსანს უნდა ესმოდეს, რომ მისი ესა თუ ის განცხადება, რომელიც ეხება ქართველი ადამიანის გრძნობებისა და ჩვენი ეროვნული გმირების შეურაცხყოფას, ბუნებრივია, საზოგადოებაში გამოიწვევს მწვავე ემოციას”, – ამის შესახებ, პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა დაავიწყდეს თეა წულუკიანს, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს.
“ქალბატონ თეას და ნებისმიერ მაღალჩინოსანს უნდა ესმოდეს, რომ მისი ესა თუ ის განცხადება, რომელიც ეხება ქართველი ადამიანის გრძნობებისა და ჩვენი ეროვნული გმირების შეურაცხყოფას, ბუნებრივია, საზოგადოებაში გამოიწვევს მწვავე ემოციას და ეს მათთვის გასაგები უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ.
არასდროს ვუჭერთ მხარს რადიკალიზმს, ასეთი ტიპის პროტესტს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ოჯახებს, ბავშვებს და ა.შ. მაგრამ, ასევე უნდა ესმოდეს ქალბატონ თეასაც, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება”, – განაცხადა გიორგი შარაშიძე.