დაღუპულია 32 ადამიანი, მათ შორის ბავშვები… – რა მდგომარეობაა, ამ დროისთვის სუმში

დაღუპულია 32 ადამიანი, მათ შორის ბავშვები… – რა მდგომარეობაა, ამ დროისთვის სუმში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მიერ, 13 აპრილის დილით ორი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით ქალაქ სუმის დაბომბვის შესახებ ისაუბრა:

„რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული – ბალისტიკური დარტყმა სუმზე, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ბევრი ბზობის კვირას მიდიოდა ეკლესიაში, ზოგი ღვთისმსახურების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა“

მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ ეს დანაშაულებრივი თავდასხმა 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების რუსულმა ეკიპაჟებმა ვორონეჟის (ლესკის დასახლება) და კურსკის (ლეჟენკის დასახლება) რეგიონების ტერიტორიიდან განახორციელეს.

„ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველყოთ, რომ არც ერთი სამხედრო დამნაშავე – მათ შორის, ვინც ბრძანებებს გასცემდა დაუსჯელი არ დარჩეს“ – განაცხადა ბუდანოვმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა 84 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *