როგორც პენტაგონში ამბობენ, ხელისუფლება არ გაატარებს არც ერთ ქმედებას, რომელიც დონალდ ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
საკადრო გადაწყვეტილებასთან ერთად, პენტაგონმა ასევე გამოაქვეყნა დამოუკიდებელი მედიასაშუალების, Military.com-ის სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ჯეიდი ვენსის ვიზიტის შემდეგ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელმა ჯარისკაცებს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს გაემიჯნა. იმ დროს, ჯეიდი ვენსმა დანიის ხელისუფლებას მიმართა და გრენლანდიის — და, შესაბამისად, რეგიონის — უსაფრთხოებისთვის არასაკმარისი ფულის დახარჯვაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე 2019 წელს დაწყებული საუბარი დონალდ ტრამპმა გასულ წელს გააცოცხლა. პრეზიდენტის თქმით, გრენლანდიის ყიდვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის სურს. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ის დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან იქ ამერიკული სამხედრო ბაზა და რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს. თავად გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის.