“ოცნება” ამტკიცებს, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტი აუდიტის სამსახურის ფუნქციას არ შეითავსებს

“ოცნება” ამტკიცებს, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტი აუდიტის სამსახურის ფუნქციას არ შეითავსებს
მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და თანამდებობის პირების, ასევე სსიპ-ების, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია ენიჭება.

“ოცნებამ” პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას. ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

“ქართული ოცნების” მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დეპარტამენტის შექმნის შედეგად აუდიტის სამსახური არ დაკარგავს ფუნქციას.

“ეს ფუნქცია, არ გულისხმობს მმართველობით ფუნქციაში ჩარევას. ჩვენ, მთავრობის ადმინისტრაციას გვქონდა შესაბამისი კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, რომლის მიერ განხორციელებული აუდიტის მეთოდები, ე.წ. რეალურ დროში აუდიტის უფლებამოსილება მას ისედაც ექნება. მთავრობის მხრიდან ამ უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს, მაკოორდინირებელ, ანუ დამხმარე როლს. რათა შემცირდეს გარკვეული მაკოორდინირებელი გადაცდომები, ან ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ მიიღებოდა, თუ რეალურ დროში მოხდებოდა ადმინისტრირება”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ამ განმარტების მიღმა, კანონის პროექტში არ წერია რა იქნება განსხვავება ამ ორი სამსახურის ფუნქციებს შორის. კანონპროექტი სულ 1 გვერდი და 2 მუხლია და წერია, რომ მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში კანონქვემდებარე აქტებს გამოსცემს.

მიუხედავად იმისა, რომ განმარტებითი ბარათი მიხედვით, დეპარტამენტის შექმნა არ ეფუძნება არავითარ საერთაშორისო პრაქტიკას, უნდა აღნიშნოს, რომ აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციამ “ეფექტიანობის დეპარტამენტი” მოსვლისთანავე შექმნა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და 47-ე პრეზიდენტის თქმით, “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ( DOGE)” შეწყვეტს არსებობას, ხოლო ილონ მასკი 130 დღის განმავლობაში დატოვებს თეთრ სახლში დაკავებულ აღნიშნულ თანამდებობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *