“პოლიტიკური ნიშნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს” – TI

“პოლიტიკური ნიშნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს” – TI
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ (TI) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების” „რეპრესიები ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-მდე თანამშრომელს შეეხო“.

ორგანიზაციის ცნობთ, „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.

“საერთაშორისო გამჭირვალობა” წერს, რომ ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა თავდაცვის სამინისტროდან; თბილისის მერიიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან; იუსტიციის სახლიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; პრობაციის ეროვნული სააგენტოდან; ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან (ცესკო); სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან; აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან; მთავრობის ადმინისტრაციიდან; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან;

ასევე გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო. ამასთან ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე შეჩერების შესახებ მასიური პროტესტი გამოიწვია მთელ საქართველოში. პროტესტს საჯარო მოხელეებიც შეუერთდნენ და გაავრცელეს არაერთი განცხადება, რომლითაც ემიჯნებოდნენ ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას და გმობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

საჯარო მოხელეების პროტესტს მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც „სათანადო რეაგირებით” დაემუქრა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე საპროტესტო განცხადებას მოაწერეს ხელი, ხოლო თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ კრიტიკულ პეტიციას „სახელმწიფო გადატრიალების და უწყებების ჩამოშლის მცდელობა” უწოდა და დაიმუქრა, რომ საბოტაჟის მცდელობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.

ამ მოვლენების შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევა გახდა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.

“საერთაშორისო გამჭირვალობა წერს, რომ ახალი, რეპრესიული კანონების მიღება პროტესტის დაწყების მომენტიდან დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტად გრძელდება, „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლიდან დეკემბრიდან დღემდე, უკვე ოთხჯერ შეიტანა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, რომელიც საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ეს მხოლოდ დასაწყისია საჯარო მოსამსახურეთა უკანონო გათავისუფლების, რადგან რეპრესიული კანონმდებლობით „ქართულმა ოცნებამ” შეიქმნა ნიადაგი საჯარო მოხელეების მიმართ ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ზომების გასატარებლად, რაც მათი შრომითი უფლებების შელახვაში გამოიხატება, ხოლო მიზანი საჯარო სამსახურში პროტესტის ყველა სახის გამოვლინების დათრგუნვაა. 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე არასრული ინფორმაციით 700-ზე მეტი საჯარო მოხელე გათავისუფლდა სხვადასხვა უწყებიდან პოლიტიკური მოტივით,

1 დაიხურა ორი სტრუქტურა: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო. საჯარო მოხელეთა რეპრესიული გათავისუფლებების, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისა და საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებების პარალელურად, საჯარო მოსამსახურეებმა 2024 წლის 11 დეკემბერს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი დააფუძნეს, თუმცა პროფესიული კავშირის რეგისტრაციას ამ დრომდე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის იუსტიციის სახლი.

საქართველოში საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების გამო გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართეს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირმა – კონსტიტუციის 78-ე მუხლმა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”. მათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდეს, შექმნას საგამოძიებო კომისია საქართველოში საჯარო მოხელეთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დარღვევის გამო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ასევე მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ.

დოკუმენტი სრულად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *