მიმდინარე წლის დასაწყისში, რაც იანვარ-თებერვლის პერიოდს მოიცავს, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა წლიურად 1.1% შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს ჩამორჩება.
წლის პირველი კვარტლის მონაცემები უახლოეს მომავალში უნდა გასაჯაროვდეს, თუმცა ამ მიმართულებით დიდად პოზიტიური მოლოდინები არ არის, რადგან გასული თვე უკრაინისათვის სახარბიელო არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით არ ყოფილა.
ცნობისთვის, გასულ 2024 წელს უკრაინის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.9% შეადგინა, რა ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრად შენელებული მაჩვენებელია, რადგან 2023 წელს ზრდა 5.5% იყო.
საერთო ჯამში, უკრაინის ეკონომიკის მოცულობა $189 მილიარდის ფარგლებშია ამ შედეგით ქვეყანა გლობალურ რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.
IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე 2025 წელს უკრაინის ეკონომიკა 2-3%-ით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკი 2%-იან ზრდას მოელის.