აშშ-მა უნგრელი მაღალჩინოსანი ე.წ. “მაგნიტსკის სიიდან” ამოიღო

აშშ-მა უნგრელი მაღალჩინოსანი ე.წ. “მაგნიტსკის სიიდან” ამოიღო
შეერთებულმა შტატებმა უნგრელი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტალ როგანი ე.წ. “მაგნიტსკის სიიდან” ამოიღო.

როგორც სახდეპის პრესსპიკერმა განაცხადა, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს აზრით, როგანზე გატარებული სადამსჯელო ზომები არ არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან თანხვედრაში. რუბიომ გადაწყვეტილების შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიირატოს სატელეფონო ზარით შეატყობინა: “სახელმწიფო მდივანმა შეატყობინა მინისტრი სიირატო, უფროსი მაღალჩინოსნის, ანტალ ტოგანის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სახელმწიფოებისა და ბლოკირებული პირების სიიდან ამოღების შესახებ”.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა [OFAC] ანტალ როგანს კორუფციისთვის მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მიმდინარე წლის 7 იანვარს დაუწესა. მაშინ უნგრეთი ამბობდა, რომ ტრამპის ინაუგურაციის (20 იანვარი) შემდეგ თეთრ სახლთან აღნიშნულ საკითხს განიხილავდა. თავად როგანი ვიქტორ ორბანის ერთ-ერთი უახლოესი თანაშემწეა, რომელიც მის კაბინეტში 2015 წლიდანაა.

მაგნიტსკის სია 2012 წელს კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიზანიც მაგნიტსკის სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან დაკავშირებული ოფიციალური პირების დასჯა იყო. ამ ეტაპზე აქტი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას; აშშ-ში მოძრავი თუ უძრავი ქონების გაყინვას ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების დაბლოკვას და სავიზო შეზღუდვებს. ამ ბრძანებით სანქცირებულები აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სიაში ხვდებიან.

მაგნიტსკის აქტით არიან სანქცირებული “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სამინისტროს მაღალჩინოსანი მირზა კეზევაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *