“ეს არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს” – რასა იუკნევიჩიენე “გრანტების” კანონში ცვლილებებს ეხმაურება

“ეს არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს” – რასა იუკნევიჩიენე “გრანტების” კანონში ცვლილებებს ეხმაურება
ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “ოცნების” პარლამენტის მიერ “გრანტების” შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო უფრო ღრმად შედის ავტორიტარიზმში. მისივე თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ევროკავშირი და სხვა პარტნიორები საქართველოში თავისუფალი ხმების ფინანსურ დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ამიტომ საჭიროა სანქციები და ევროკავშირი-საქართველოს პოლიტიკის გადახედვა.

“ქართული ოცნების” მიერ მიღებული ახალი კანონი საერთაშორისო დონორებს აიძულებს, მიიღონ მთავრობის თანხმობა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებაზე. ევროკავშირი ან საგარეო დახმარება ვეღარ მიაღწევს დამოუკიდებელ ხმამდე, თუ ამას არ დაადასტურებს თავად რეჟიმი, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს.

ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდება. მიზანი: დაისაჯოს მომიტინგეები, გაანადგუროს კრიტიკული მედია და დააფინანსოს მხოლოდ რეჟიმისადმი კეთილგანწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეს არის გამჭვირვალობა – სინამდვილეში, ეს რეპრესიაა – პირდაპირ ლუკაშენკოს სათამაშო წიგნიდან.

თითქოს ეს არ იყო საკმარისი: ბანკებს აიძულებენ გადასცენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები – ყალბი “დივერსიის” ბრალდებით. რეჟიმი იყენებს დატყვევებულ სასამართლოებს ამის გასამართლებლად.

ევროკავშირის მეგობრებო – ეს არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს! ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები, გადავხედოთ ევროკავშირი-საქართველოს პოლიტიკას სრულად და მოვუწოდოთ ახალი არჩევნების დანიშვნისკენ. „ქართული ოცნებას“ საქართველოს ბელორუსად გადაქცევის უფლებას ვერ მივცემთ”, – წერს იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

“ოცნებამ” კანონი მიიღო, რომლითაც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება იკრძალება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *