“დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც სამოქალაქო სივრცეს ავიწროებს”, – ამის შესახებ ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის გვერდზე წერს.
“ნაჩქარევად და კონსულტაციის გარეშე მიღებული კანონი ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება.
ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებს”, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.