მოსალოდნელია, რომ ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს ივნისში მიიღებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების აცხადებენ, სანქციების ახალი პაკეტის პირობებზე მუშაობა ნელი ტემპით მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას სურს ევროპამ მეტი ამერიკული გაზი იყიდოს და ამერიკამ ევროგაერთიანებასთან სავაჭრო დეფიციტი აღმოფხვრას. Reuters-ის თანახმად, ევროკავშირი ამ საკითხს ერთგვარ შესაძლებლობად უყურებს, რომ ტრამპთან ტარიფებზე კონსესუს მიაღწიოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ ევროკავშირისთვის ისედაც გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
Eurostat-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებლები ნორვეგია და აშშ არიან. 2024 წელს ევროკავშირმა LNG-ის თითქმის ნახევარი (45%) აშშ-დან იყიდა; შემდეგ მოდის რუსეთი (17.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ალჟირი (10.7%). ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა (45.6%); ალჟირი (19%) და 16% რუსეთი.