პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პოზიცია ქედმაღლურია და თუ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას გააუქმებს ეს მათ ეკონომიკას დააზიანებს.
“გერმანიის ელჩმა თქვა რომ ვიზა არის პრივილეგია და ჩვენ უნდა დავაფასოთ. გერმანიის ელჩს ცოტა აროგანტულობა ახასიათებს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ეს ისე ხომ არ არის რომ მათგან გარკვეული მადლი მოდის რომ გაძლევთ შესაძლებლობას რომ შემოხვიდეთ.
დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10% ეს იმიტომ არის რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს და ხალხი არ შეუშვეს, ეს ზრდაც არ ექნება. და ასე ქედმაღლურად რომ გვიყურებს ზოგიერთი თითქოს ვიზალიბერალიზაცია მომადლებულია”, – ამბობს პაპუაშვილი “იმედის” ეთერში.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.
ცნობისთვის, ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.