მსოფლიო ბანკმა სომხეთს $100 მლნ ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოუყო

მსოფლიო ბანკმა სომხეთს $100 მლნ ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოუყო
მსოფლიო ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ სომხეთისთვის $100-მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც მდგრადი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის როლის ამაღლებისკენ მიიმართება.

სომხური მედია „არმენპრესი“ მსოფლიო ბანკის პრესრელიზზე დაყრდნობით წერს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას და მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას.

აღნიშნულია, რომ ტურიზმის განვითარებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა მიზნად სომხეთის ტურისტულ სექტორში არსებული ძირითადი სირთულეების აღმოფხვრას ისახავს. პროექტი გზების გაუმჯობესებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაზრდით ყოველწლიურად სარგებელს 1 მილიონზე მეტ ადამიანს მოუტანს, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს, ასევე, ხელს შეუწყობს შერჩეულ ადგილებში ტურისტული გამოცდილების გაუმჯობესებას.

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მდგრადი ტურიზმის წახალისებით, ეს პროგრამა არა მხოლოდ საკვანძო მიმართულებებს გახდის უფრო მიმზიდველს, არამედ სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სომხეთში კაროლინ გეგინატიმ.

“არმენპრესი” წერს, რომ პროექტი იმ უწყებებს გააძლიერებს, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედებენ, კერძო სექტორის სტიმულირებას მოახდენს და 7 ტურისტული მიმართულებით სტიქიური მოვლენებისადმი მდგრადობას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, 1992 წლიდან მსოფლიო ბანკი სომხეთს 3 მლრდ დოლარით დაეხმარა, რაც მიმდინარე $300-მილიონიანი პროექტსაც მოიცავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *