“ზოგადად ვფიქრობთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა კარგია. ტარიფებს მოაქვს ეკონომიკური ზიანი. არ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებები გლობალური ეკონომიკისთვის კარგი იყო, რომელიც იცვლება მუდმივად, იზრდება ან მცირდება. სანდოობა და პროგნოზირებადობა არის ის, რაც ბიზნესში ადამიანებს სჭირდებათ. ტარიფები ზიანს აყენებს ეკონომიკას და ევროკავშირმა იცის ამ საკითხს როგორ გაუმკლავდეს. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია ან სავაჭრო ომები და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, ასევე, ყოველთვის მზად ვართ ჩვენი ინტერესების დასაცავადაც”, – ამბობს ფიშერი.
ცნობისთვის, გუშინ, 17 აპრილს, აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის პრემიერს ჯორჯია მელონის შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ დარწმუნებულია ევროკავშირთან ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამ დროისთვის ამერიკას სამი თვით აქვს ევროკავშირთან სატარიფო პოლიტიკა დაპაუზებული.