შვეიცარიული ინვესტიციით კახეთში შაფრანის ბაღების გაშენება იგეგმება – მეწარმე

შვეიცარიული ინვესტიციით კახეთში შაფრანის ბაღების გაშენება იგეგმება – მეწარმე

შვეიცარიული ინვესტიციით კახეთში შაფრანის ბაღების გაშენება იგეგმება, – ამის შესახებ მეწარმე რუსუდან ხარაბაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისივე თქმით, ბაღების კახეთში, 2 ჰა-ზე გაშენება იგეგმება, რაში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსუდან ხარაბაძე შაფრანს კახეთში მრავალი წელია აწარმოებს და ამ დროისათვის, მისი წარმადობა ჯამში 1.5 კილოგრამს შეადგენს. ცნობისთვის, 1 გრამი შაფრანის ღირებულება 8 დოლარია.

“დაინტერესება გვაქვს შვეიცარიელი ინვესტორის მხრიდან. მათ უნდათ, რომ პროდუქციის წარმადობა გავზარდოთ და ისეთი ადამიანის დახმარება სჭირდებათ, ვინც აქ არის და იცის ამ პროდუქტის მოყვანა. ამის გაკეთება ჩემთან ერთად უნდათ. მე არ მაქვს ამის პრობლემა, თუმცა რეალიზაციის ნაწილზე თავად უნდა ჩაერთონ და იზრუნონ.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ვიმედოვნებთ, რომ კახეთში შაფრანის ბაღები 2 ჰა-ზე გაშენდება. მისი გაშენება, ბოლქვების ჩამოტანით დაწყებული, მიწის დამუშავებით დამთავრებული, დაახლოებით 40 000 ევროს ინვესტიციას საჭიროებს. სავარაუდოდ, ამ ბაღებში 6-7 კილოგრამი შაფრანი მოვა”, – ამბობს რუსუდან ხარაბაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *