აღდგომის ღამეს, მეტროს მუშაობის დრო გახანგრძლივდება – მერია

აღდგომის ღამეს, მეტროს მუშაობის დრო გახანგრძლივდება – მერია
მუნიციპალიტეტის ცნობით, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო მუშაობას 20 აპრილის 04:00 საათამდე გააგრძელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს დედაქალაქში ცხრა სპეციალური ავტობუსის მარშრუტი დაინიშნება, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სასაფლაოს მიმართულებით იმუშავებს. მგზავრებს ავტობუსები მოემსახურებიან 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოებისკენ.

დამატებითი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების — „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“ მიმდებარე ტერიტორიებიდან, ასევე სადგურის მოედნიდან, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივის მიმდებარე ქუჩებიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *