პუტინმა “აღდგომის ზავი” გამოაცხადა

პუტინმა “აღდგომის ზავი” გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “აღდგომის ზავი” გამოაცხადა, – ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გამოცემის ცნობით, რუსეთი წყვეტს სამხედრო ოპერაციას 19 აპრილს, მოსკოვის დროით 18:00 საათიდან 21 აპრილს, მოსკოვის დროით 00:00 საათამდე.

“ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“ – თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე. თუმცა, მისივე თქმით, რუსული ჯარები “მზად უნდა იყვნენ კიევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევებისთვის”.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ კიევი მის მაგალითს მიჰყვება და ასევე შეწყვეტს ცეცხლს. ხოლო, უკრაინის რეაქცია აჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელად სურს და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების ხაზზე სიტუაცია რუსეთის ფედერაციისთვის დადებითად ვითარდება: „რუსული ჯარები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *