20-21 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება – მგზავრობა უფასოა

20-21 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება – მგზავრობა უფასოა
ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება დღეს, 20 აპრილს დილის 08:00-დან 20:00 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

მგზავრობა უფასო იქნება.

ამასთან, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე მუშაობდა, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე გადაადგილება უფასო იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *