“რიტეილის ეროვნული ფედერაციის” დათვლებით, ერთი ზრდასრული ამერიკელი ამ დღესასწაულზე წელს საშუალოდ $190 დოლარს დახარჯავს, როცა შარშან ამ თანხამ $177 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ წამყვან პოზიციებს ტრადიციულად საკვები და ტკბილეული ინარჩუნებს, ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა დანახარჯების ზრდა დეკორაციების მიმართულებით, რაც წელს მილიარდ 700 მილიონ დოლარს გაუტოლდება. თუ 2019 წელს დეკორაციებს მხოლოდ ამერიკელების 41% ყიდულობდა, წელს ეს წილი 51%-მდე გაიზარდა, ანუ დეკორაციების შესყიდვა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა.
აღდგომის დღესასწაულს ამერიკაში ზრდასრული მოსახლეობის 92%-ზე მეტი აღნიშნავს, ანუ თითქმის მთელი ქვეყანა. ამ ადამიანების 92% აუცილებლად შეიძენს ტკბილეულს, 89% – საკვებს, 65% – საჩუქრებს, ხოლო თითქმის ნახევარი სპეციალურ სამოსს. როგორც ჩანს, ამერიკელებისთვის აღდგომა განსაკუთრებულად საყვარელ დღესასწაულად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავადაც რჩება, რაც ამ დღესასწაულის ემოციურ და კულტურულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.