რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი 109 ლარია, რეზიდენტების 26 ლარი – თიბისი კაპიტალი

რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი 109 ლარია, რეზიდენტების 26 ლარი – თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის თებერვლის მომხმარებლების დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, თებერვალში რესტორნებში, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდამ, თიბისი ბანკის არხებით, 37% შეადგინა. საშუალო დანახარჯი იყო 26 ლარი.

არარეზიდენტი მომხმარებლების უნაღდო დანახარჯებმა კი წლიური 33%-იანი ზრდა აჩვენა. საშუალო დანახარჯი 109 ლარს გაუტოლდა, რაც მიმდინარე თვეში დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.

რაც შეეხება რესტორნებს, უნაღდო დანახარჯები მიმდინარე წლის თებერვალში 36%-ით გაიზარდა წლიურად. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *