სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლია

სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლია
ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ამბობს, რომ სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. მან ამის შესახებ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეუთო მოწოდებულია, ჩაერთოს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით.

“რა თქმა უნდა, ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ფაქტობრივად უკვე 60 წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ ასეთ შემთხვევებში და უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“, – აღნიშნა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *