„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის მონაწილეობის შესაძლებლობას აფასებს. მისი განცხადებით, ამ თემაზე ოპოზიციის გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას არ ადარდებს.

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ძალა და მისი განშტოებები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე. მიიღებენ მონაწილეობას, ვაია მათთვის იმიტომ, რომ დამარცხდებიან კიდევ უფრო უარესად, ვიდრე 2024-ში, ხოლო თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, რაც ასევე ძალიან კარგია. ნებისმიერ შემთხვევაში – მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ნამდვილად არ ადარდებს ქართულ საზოგადოებას, „ნაცმოძრაობას“ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი პოლიტიკურად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პირველწყაროებიდან [დროებითი საგამოძიებო] კომისიის მიერ უკვე გამომზეურებულია „ნაცმოძრაობის“ ქმედებები, რომლებსაც ჰქვია ანტისახელმწიფოებრივი, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მოსპობა, ქონების წართმევა და ათასი უბედურება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ მონაწილეობას არ იღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში. ლელომ კი პოზიცია შეარბილა. საერთო ჯამში ოპოზიცია, უცხოელი პატრონების მითითებას ელოდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *