ეკონომიკური ზრდის მოლოდინის გაუარესებასთან ერთად, ნეგატიურად შეიცვალა ინფლაციური მოლოდინიც. ამჯერად IMF პროგნოზირებს, რომ 2025 წელს საშუალო გლობალური ინფლაცია 4.3%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს ის 3.6%-ს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, პროგნოზის მკვეთრი გაუარესება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომთან, ტარიფების შემოღებასთან და ეკონომიკური არასტაბილურობის შექმნასთან, რაც ბიზნესის საქმიანობაზე და სამომავლო მოლოდინებზე ნეგატიურად აისახება.
რაც შეეხება საქართველოს, IMF-ის პროგნოზით, 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება.
რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით IMF-ს ასეთი მოლოდინები აქვს:
თურქეთი: +2.7%
აზერბაიჯანი: +3.5%
სომხეთი: +4.5%
რუსეთი: +1.5%