BBC-ის ინფორმაციით, დეპარტამენტის განცხადებას წინ უსწრებდა ერთწლიანი გამოძიება, როცა სოლარული მოწყობილობების უმსხვილესმა მწარმოებლებმა მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართეს თხოვნით, დაეცვა მათი ადგილობრივი ოპერაციები.
დაინიციირებული გადასახადი კამბოჯაში, ტაილანდში, მალაიზიასა და ვიეტნამში მოქმედ კომპანიებს შეეხებათ, ჩინური სუბსიდიებისა და აშშ-ის ბაზარზე უსამართლოდ იაფფასიანი პროდუქტების შეტანის ბრალდების საპასუხოდ.
ახალი ტარიფების შესახებ აშშ-ის სამთავრობო სააგენტო: საერთაშორისო ვაჭრობის კომისია – გადაწყვეტილებას ივნისში გამოაცხადებს.
ანტი-დემპინგური ფასების საწინააღმდეგოდ ტარიფები კომპანიებსა და ქვეყნებზე სხვადასხვანაირად გავრცელდება. კამბოჯადან მზის პანელების მოწყობილობის ექსპორტიორებზე გადასახადი 3,521%-ს მიაღწევს, რადგან, როგორც ამერიკული სააგენტო აცხადებს, ქვეყანამ სავაჭრო დეპარტამენტის გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. ყველაზე დაბალი, 41%-იანი ტარიფი მალაიზიაში, ჩინელი მეწარმის მიერ შექმნილ პროდუქტზე გავრცელდება. 375%-იანი ტარიფი დაუწესდებათ ტაილანდში ასევე ჩინური კომპანიის პროდუქტის ექსპორტიორებსაც.
აღნიშნული ტარიფები დაემატება იმ უნივერსალურ გადასახადებს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა აპრილის დასაწყისში 180-მდე ქვეყანას დაუწესა.