საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც მოემსახურება. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 17 აპრილს მოაწერა.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს — მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე. 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტებით” – წერია განკარგულებაში.

bm.ge ცდილობს გაარკვიოს, რა საჭიროების გამო გაუხანგრძლივდა ტურავას დაცვა კიდევ ერთი წლით.

შეგახსენებთ, მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება 30 მარტს ამოეწურა. ის პარლამენტის მიერ იყო დანიშნული. ოცნების პარლამენტს ტურავას შემცვლელის ასარჩევად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს.

სწორედ ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩია, რომელმაც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი შეცვალა. ხვიჩა კიკილაშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწუვამდე კიდევ 5 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, მან სასამართლო საკუთარი ნებით დატოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *