“კარგი შეხვედრა იყო. ერთი ერთზე ბევრი რამ განვიხილეთ. ვიმედოვნებ, შედეგი მოჰყვება ყველაფერს, რაც დავფარეთ: ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ახალი ომის დაწყებას აგვარიდებს თავიდან. ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ საერთო შედეგებს მივაღწევთ. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, თეთრმა სახლმა პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას “ძალიან პროდუქტიული საუბარი” უწოდა.
აშშ-სა და უკრაინის ლიდერები დღეს დილით, ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალის დაწყებამდე შეხვდნენ. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის პირველი შეხვედრა იყო თებერვალში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროზე ადრე, კამათის ფონზე დასრულების შემდეგ.