Similarweb-ის თანახმად, ვებგვერდი, რომელსაც თვეში ყველაზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი სტუმრობს, Google-ია, თუმცა ადამიანები ამ საიტს იმდენ დროს არ უთმობენ, რამდენსაც, მაგალითად, Youtube-ს ან სოციალურ ქსელებს.
1) Google – ტრაფიკი: 140 მლრდ
2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ვებგვერდის დომენი Google.com-ია, რომელზეც ერთი სესია, დაახლოებით, 10 წუთსა და 47 წამს გრძელდება.
2) Youtube – ტრაფიკი: 80 მლრდ
პოპულარობით მეორე ადგილზე მსოფლიოში წამყვანი ვიდეოპლატფორმა Youtube-ია, რომელზეც მომხმარებელი ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ დროს, საშუალოდ 20 წუთსა და 47 წამს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გასულ წელს ვებგვერდზე განთავსებული რეკლამებით იუთუბის შემოსავალმა $36.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
3) Facebook – ტრაფიკი: 12 მლრდ
Facebook.com, რომელზეც მიმდინარე წლის თებერვალში 12 მილიარდზე მეტი სესია განხორციელდა და ყველაზე პოპულარულ ვებსაიტებში მესამე ადგილზეა, მომხმარებელი ერთ ვიზიტზე საშუალოდ 11 წუთს ატარებს.
4) Instagram – ტრაფიკი: 7.2 მლრდ
Similiarweb-ის თანახმად, Instagram-ის ვებგვერდზე თებერვალში 7.2 მილიარდი ვიზიტი განხორციელდა, თითოეულის ხანგრძლივობამ კი 8 წუთი და 41 წამი შეადგინა.
5) X – ტრაფიკი: 4.9 მლრდ
პოპულარობით მეხუთე, ვიზიტების ხანგრძლივობით კი მეორე დომეინი x.com-ია. მიუხედავად ილონ მასკის მიერ ტვიტერის შესყიდვის შემდეგ პლატფორმისადმი მზარდი კრიტიკისა, ვებგვერდზე თვიური ტრაფიკი თითქმის 5 მილიარდია, თითოეული სესიის ხანგრძლივობა კი 12 წუთი და 37 წამია.
6) WhatsApp.com – 12:26 წთ
7) ChatGPT.com – 06:07 წთ
8) Wikipedia.com – 03:18 წთ
9) Reddit.com – 06:07 წთ
10) Yahoo.com – 07:43 წთ
უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდის პოპულარობა პლატფორმის პოპულარობას არ განსაზღვრავს. მაგალითად, შეიძლება Whatsapp-ის ვებსაიტი ამ რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, თუმცა ის მობილურ აპლიკაციათა ჩამონათვალში მუდმივად იკავებს მოწინავე პოზიციებს და ყველაზე გავრცელებული სამესიჯო პლატფორმაც არის. ამავე დროს, emarketer-ის ინფორმაციით, TikTok-ის მომხმარებელი ვიდეოების ყურებაში დღეში საშუალოდ 58 წუთსა და 24 წამს ატარებს, თუმცა ტიკტოკის ვებგვერდზე ვიზიტის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წუთია და ეს პლატფორმა რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს.