ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს – The Times of Israel

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს – The Times of Israel
“ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რონენ ბარი თანამდებობას ტოვებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

რონენ ბარი ამბობს, რომ იგი პირად პასუხისმგებლობას იღებს იმის გამო, რომ სააგენტომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა თავიდან ვერ აირიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რონენ ბარი შინ ბეთის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს.

როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *