“ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯერჯერობით, ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას საზოგადოებრივი წესრიგის გაკონტროლება მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ სთხოვა.
დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს. ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორის, Red Electricas-ს ინფორმაციით, იბერიის ნახევარკუნძულის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.