ფოტოგრაფი 1990 წლიდან რედაქციის შტატიანი წევრია.
მრავალი წლის განმავლობაში ის აშუქებდა საინტერესო თემებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, გადაღებული აქვს მძვინვარე ტყის ხანძრები, საინტერესო ადამიანების სტუდიური პორტრეტები, არტეფაქტები, მულაჟები.
სტატია “სხვა ადამიანების ძიებაში” , რომელიც National Geographic საქართველოს აპრილის ნომერში დაიბეჭდა, ამერიკელი ფოტოგრაფის მარკ თისენის, პალეოანთროპოლოგებისა და პალეოარტისტის საინტერესო კოლაბორაციაა. უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, მათ ახლებურად დაანახეს მკითხველს იდუმალი ჰომინინების ახალი სახე და მულაჟების შთამბეჭდავი ფოტო მასალით წარმოდგენა შეუქმნეს თანამედროვეებს ადამიანის მინიმუმ ექვს სახეობაზე.
სილქნეტისა და ჟურნალ National Geographic საქართველოს მიერ ორგანიზებული შემეცნებითი ლექციები 2022 წლიდან იმართება. ლექციები ინტერაქტიურია და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე, უშუალოდ სპიკერისგან მიიღონ პასუხები. სილქნეტი, ყოველი ასეთი შემეცნებითი შეხვედრის ჩანაწერს ამზადებს, რომლის ნახვა შესაძლებელია SilkTV-ის ვიდეოთეკაში.
National Geographic ქართულ ენაზე კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები.
სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება. ექსკლუზიურ ფასად კი ჟურნალ National Geographic საქართველოს დაინტერესებული მკითხველი შეიძენს თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;