ინდოეთსა და საფრანგეთს შორის ისტორიული მნიშვნელობის გარიგება შედგა, რომლის თანახმად, ნიუ-დელი პარიზისგან 26 ერთეულ Rafael-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს იყიდის.
როგორც ცნობილია, სამხედრო თვითმფრინავების სანაცვლოდ ინდოეთი ფრანგულ Dassault Aviation-ს 7.4 მილიარდ დოლარს გადაუხდის, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგება იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის საავიაციო ფლოტი უკვე მოიცავს 36 ერთეულ Rafael-ს, თუმცა აზიურ სახელმწიფოს საავიაციო ძალების გაძლიერება სურს, ამიტომ ის ავიაგამანადგურებლების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ახალ თვითმფრინავებს საზღვაო ავიამზიდებზე დაშვების შესაძლებლობა ექნებათ, ანუ მათ გამოყენებას ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო უფრო მეტად საზღვაო ძალების გაძლიერების მიმართულებით ხედავს.