როდის დაიწყება “ფიგურები გონიოს” მშენებლობა? – საინვესტიციო ღირებულება $25 მლნ-ზე მეტია

როდის დაიწყება “ფიგურები გონიოს” მშენებლობა? – საინვესტიციო ღირებულება $25 მლნ-ზე მეტია

“იბერკომპანი ჰოლდინგში” შემავალი “ფიგურები დეველოპმენტი” გონიოში აპარტოტელს ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $25 მილიონ დოლარს აღემატება,” – ამის შესახებ BMG-ს ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან დიასამიძემ ისაუბრა. “ბიზნესის კვირეულის” ეთერში კომპანიის CEO პროექტის განხორციელების ვადებსაც შეეხო.

ჰორიზონტალურ დეველოპმენტში გვაქვს ერთ-ერთი პროექტი, გონიოში, ზღვის სანაპიროზე, სადაც ასევე ვცდილობთ, გამორჩეულად გავაკეთოთ საქმე. ეს პროექტი საინვესტიციო ღირებულებით დაახლოებით 25-27 მილიონი დოლარის ფარგლებშია. პროექტის დაწყებას ვგეგმავთ სექტემბრის ბოლოს და გაყიდვებსაც, სავარაუდოდ, მაგ პერიოდისთვის დავიწყებთ. პროექტი განხორციელდება “ფიგურების” ქვეშ და იქნება აპარტოტელი. ახლო მდებარეობა აქვს EMAAR-ის მომავალ პროექტთან, ძალიან ახლოსაა ამ ტერიტორიასთან და ვფიქრობ, რომ EMAAR-ის შემოსვლაც ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისთვის, რადგან კონკურენცია ყოველთვის გვავითარებს…” – აღნიშნა ლევან დიასამიძემ.

პროექტის მშენებლობას ასევე “იბერკომპანის” ჰოლდინგში შემავალი “ფიგურები ქონსთრაქშენი” უზრუნველყოფს, რომელიც ახალია სამშენებლო ბაზარზე და $3.5-მილიონიანი ინვესტიციით შეიქმნა. როგორც ლევან დიასამიძემ BMG-სთან აღნიშნა, სამშენებლო კომპანიის შექმნა დეველოპერული პროექტების დათქმულ ვადაში ჩაბარებას უზრუნველყოფს.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწია სამშენებო სექტორში შესვლა, შევქმენით კომპანია “ფიგურები კონსტრაქშენი” და მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენვე აგვეშენებინა “ფიგურები საბურთალო”. დღეს ბაზარზე რეალობა საკმაოდ რთულია, სამართავად პროცესებიც რთულია, ამიტომ გავიღეთ ინვესტიცია, $3.5 მილიონამდე და შევიძინეთ ყველა საჭირო ტექნიკა.

პროცესები ავაწყვეთ იმდაგვარად, რომ არსებული გამოწვევებისთვის სწორად გვეპასუხა და ევროსტანდარტით გვემართა კომპანია, ამიტომ კომპანიას ISO სერტიფიცირება გავატარეთ. ალბათ, საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელად იქნება სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც ISO ექნებათ. ამან მოგვცა ის, რომ კომპანია შიგნიდან მოაწესრიგა და დღეს ბაზარზე გამორჩეული ვიქნებით იმითაც, რომ აუცილებლად დროზე ჩავაბარებთ პროექტს”, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *