დღეს, პროკურატურამ “ფროსფერითი ჯორჯიას” დამფუძნებლის, ლაშა არველაძის სახლიც გაჩხრიკა.
ფონდში bm.ge-ის უთხრეს, რომ სხვა ფონდების დამფუძნებლების მსგავსად, არველაძის სახლიდანაც მობილური ტელეფონი წაიღეს.
დღეს, 29 აპრილის დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებშიც. შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, უწყების ცნობით, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებულ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. რატომ გახდა ჩხრეკაზე შესვლა აუცილებელი, პროკურატურა არ განმარტავს.