თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია.
დახლოებით 14 ათას კვადრატულ მეტრზეა დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია. დამწვარია რამდენიმე მაღაზია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე დილის 06:30 საათზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სასაწყობე ფართებია.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ბაზართან ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.