მთავრობამ სურსათში დამაბინძურებელ ნივთიერებებზე ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ სურსათში დამაბინძურებელ ნივთიერებებზე ახალი რეგლამენტი დაამტკიცა
დაამტკიცა. ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სხვადასხვა დასახელების სურსათისთვის დამაბინძურებლების მაქსიმალურ დონეებს და ასეთი პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. რეგლამენტის აღსრულება სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება.

დადგენილების მიხედვით, სურსათი, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულზე მეტ კონტამინანტს შეიცავს, ბაზარზე არ უნდა იქნეს განთავსებული. ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული სურსათში ნედლეულის ან ინგრედიენტის სახით.

რეგლამენტით დამაბინძურებელი (კონტამინანტი) განმარტებულია როგორც სურსათში არსებული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მიზანმიმართულად არ არის დამატებული, მაგრამ სურსათში არსებობს მისი წარმოების, გადამუშავების, შეფუთვა-დაფასოების, ტრანსპორტირების, შენახვის ან/და გარემოს დაბინძურების შედეგად. რეგლამენტს თან ახლავს დანართი, სადაც განსაზღვრულია კონტამინანტების მაქსიმალური რაოდენობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *